სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის,საქართველოს მთავრობის დადეგნილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 25 მარტის №67/01-01 ბრძანების „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესის“, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 4 აპრილის დადგენილების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. სასწავლო პროცესებში ელექტრონული კომპონენტების ეფექტური გამოყენების კოორდინირების მიზნით თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნას ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
- პროფესორი თამარ გაგოშიძე-ფაკულტეტის დეკანი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
- ასოცირებული პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი- ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
- ასოცირებული პროფესორი მანანა მელიქიშვილი-ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
- თამარ ხიდაშელი- ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- ქეთევან ბაქანიძე-ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
- თამარ მანაგაძე-ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
- სალომე ჩიტიშვილი-ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე;
- ირაკლი ხურციძე-ლაბორატორიის გამგე;
- მარიკა ჩაფიძე-ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
თამარ გაგოშიძე